„იმისათვის, რომ თანხები გაებერათ, უსირცხვილოდ, თანხებია შეკრებილი“

„იმისათვის, რომ თანხები გაებერათ, უსირცხვილოდ, თანხებია შეკრებილი“

კონტროლის პალატის 2012 წლის საქმიანობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ დადებულ დასკვნას, რომელიც აპარატის მიერ იქნა მომზადებული, საზოგადოებაში დიდი ნებათაღელვა მოჰყვა. For.ge-ს ინფორმაციით, ოპოზიციონერები დასკვნაში იმ თანანმდებობის პირთა შეწყვანის წინააღმდეგნი იყვნენ, რომელთაც პრემიები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ დასკვნასთან დაკავშირებით, პოლიტიკური კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთანაც გაიმართა, თუმცა, კონკრეტულად, დასკვნის თუ რომელ ნაწილზე, ეს უცნობი რჩება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, For.ge კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელს, ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა:

პარლამენტის დროებითმა კომისიამ დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც, 2008-2012 წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პრემიები მეტწილად თანანმდებობის პირებზე ნაწილდებოდა. მაშინ, როდესაც აუდიტორები, რომელთა საქმიანობაზეც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, ხშირად პრემიების გარეშე რჩებოდნენ. რა პრინციპით გასცემდით პრემიებს?

- ეს დოკუმენტი კომისიის ოფიციალური დასკვნა არ არის, არამედ ეს აპარატის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტია, რომელშიც ჩემს დროს და ჩემი წინამორბედის დროს, სამსახურიდან გათავისუფლებული ძველი რევიზორები შედიოდნენ, რომლებიც თავიანთი პიარით იყვნენ დაკავებულნი. ეს ხალხი კონტროლის პალატაში განხორციელებული რეფორმების წინააღმდეგი იყვნენ. რაც შეეხება პრემიებს, კონტროლის პალატაში პრემიები ისე გაიცემოდა, როგორც სხვა უწყებებში. 2012 წელს აუდიტორებზე ნაკლები პრემია გაიცა, რასაც თავისი გამართლება აქვს, იმიტომ, რომ გასულ წელს, აქცენტი პარტიების შემოწმებასთან დაკავშირებით კეთდებოდა. ეს წელი კონტროლის პალატისთვის მძიმე იყო. ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ობიექტებზე აუდიტის ჩატარებამ იკლო და და ძირითადი ნაწილი პარტიების ფინანსური მონიტორინგის საქმიანობაზე მოდიოდა. შესაბამისად, აუდიტორები მეტი დატვირთვით აღარ მუშაობდნენ და მათზე პრემიები კონკრეტული სამუშაოების შესრულებიდან გამომდინარე გაიცემოდა.

მაგ პრინციპიდან გამომდინარე, ნაზი არონიამ რა სამუშაო აწარმოა ისეთი, რომ მან 2012 წლის მაისში, პრემიის სახით 2200 ლარი მიიღო, რაც დასკვნის თანახმად, თითქმის 3-ჯერ აღემატება ამავე დეპარტამენტის 30 თანამშრომელის მიერ მიღებულ პრემიას, მაშინ, როცა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსურლებელსა და არცერთს, დანარჩენი 11 სპეციალისტიდან პრემია არ მიუღიათ, ხოლო 19 აუდიტორს შორის, მხოლოდ ერთმა, უფროსმა აუდიტორმა მიიღო 850 ლარის ოდენობით?

- ვინც კონტროლის პალატის საქმიანობის სფეციფიკა არ იცის, ის პრემიების გადანაწილების პრინციპს ვერ მიხვდება. თქვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალას თუ ვინმე წაიკითხავს, იტყვის, რომ თანანმდებობის პირებზე რა პრემიები გაუციათ და ეს რა ჩაუდენიათო, მაგრამ ნაზი არონიას შემთხვევაში, ეს ქალბატონი ქუთაისის ოფისში მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობდა და სამშენებლო კომპანიებს თავზე ედგა, რომ კონტროლის პალატის ინტერესები დაცული ყოფილიყო. იმისათვის, რომ თანხები გაებერათ, უსირცხვილოდ, რამდენიმე წლის თანხებია შეკრებილი. ზოგ შემთხვევაში, თანხები 12 თვეზეა გადაანგარიშებული, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ხუთ წელზე. იმისათვის, რომ მსხვილი თანხა გამოჩენილიყო, თანხები ერთად გადაანგარიშეს. ძველ რევიზორებს მსგავსი დასკვნების გაკეთება იმისთვის ახასიათებდათ, რომ დიდი ფული ეჩვენებინათ, თუმცა, ვინც საჯარო სამსახურის სპეციფიკას იცნობს და ვინც პრემირების სისტემა იცის, ის ამ პროცესს ჩვეულებრივ ნორმად მიიჩნევს.

რაც შეეხება ტელეკომპანიაიმედისყოფილ ჟურნალისტს ლაშა ხარაზიშვილს, რომელიც თურმე, 2009-2012 წლებში, კონტროლის პალატაში შტატგარეშე მოსამსახურის თანანმდებობას იკავებდა, მან ისეთი რა სამუშაო შეასრულა, რისთვისაც 87 770 ლარი მიიღო?

- მასთან ვთანამშრომლობდით როგორც კარგ მედია ექსპერტთან. ხარაზიშვილი პიარ მენეჯმენტით იყო დაკავებული და მან ძალიან კარგი დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც არსებობს. სხვათაშორის, მაგ პოზიციაზე სხვა არავინ გვყავდა დასაქმებული. შეგიძლიათ მედია მონიტორინგი ამოიღოთ და მის მიერ გაწულ საქმიანობას ნახავთ. იმისათვის, რომ თანხა მსხვილი აღმოჩნდეს, ეს თანხა დაჯამებულია კოლოსალური ციფრით, მაგრამ ის კონტროლის პალატაში რამდენიმე წელი მუშაობდა და ეს არც თუ ისე დიდი ხელფასი გამოდის.

თუმცა, კომისიის დასკვნაში წერია, რომკომისიას ვერ მიეწოდა რაიმე მასალა აუდიტის სამსახურში მუშაობისას ხარაზიშვილის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ“. ანუ, ხარაზიშვილი სამსახურში მხოლოდ გაფორმებული გყავდათ, როგორც ეს დედაქალაქის მერიის შემთხვევაში იყო, სადაც რიგი მომღერლები ანაზღაურებას ტყუილუბრალოდ იღებდნენ?

- ეგ სისულელეა. იმისთვის, რომ ნახოთ თუ რა საქმიანობა გასწია ხარაზიშვილმა,თვალი იმას გადაავლეთ - თუ რა პიარი იყო 2009 წლამდე და მას შემდეგ. დასკვნა კი, მარტივი გამოსატანია.

თუმცა, იდეაში ხარაზიშვილი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტი და დასკვნაში აღნიშნულია, რომსაჯარო სამსახურის შესახებკანონის ნორმათა დარღვევით, ის ტელეკომპანიაიმედშიანაზღაურებად საქმიანობას ასრულებდა.

- ეს კანონის არასწორი ინტერპრეტაციაა. სხვთაშაორის, ჯგუფში იურისტი არ იყო. შესაბამისად, ეს დასკვნა კანონის შეუსაბამოა.

ლაშა ხარაზიშვილს კონტროლის პალატაში მუშაობა ვინ შესთავაზა?

- მე შევთავაზე.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, საპატიმროში მასთან შესვლა ირმა ნადირაშვილმა და სერგო რატიანმა მოითხოვეს. საპრეზიდენტო კანდიდატობასთან დაკავშირებით, მასთან კონსულტაციების გავლა გსურთ?

- როდესაც, ყველაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაკავება ხდება, ასეთ ფაქტს ხელისუფლება სიფრთხილით უნდა მიუდგეს, რომ მას ისეთი კითხვის ნიშნები და ინტეპრეტაცია არ მოჰყვეს, როგორიც დღეს აქვს. კითხვები არსებობს -ხელისუფლებას ხომ არ სურს საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის მოცილება?! ეს კითხვები ჩვენს საზოგადოებაშიც არსებობს და ასევე საერთაშორისო კუთხითაც. რაც შეეხება საპატიმროში შესვლის თაობაზე ჩვენს თხოვნას, გვაინტერესებს - მერაბიშვილი თუ რა მდგომარეობაშია, გამოძიება როგორ მიდის და რამდენად დაცულია მისი უფლბები. ამას გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პრაიმერში მერაბიშვილის მონაწილეობის საკითხია. იქედან გამომდინარე, რომ მერაბიშვილი პრაიმერში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი იყო, აუცილებელია, მისი მოსაზრება ვიცოდეთ.

საუბარი იყო იმაზე, რომ შესაძლოა, პრამიერი არ ჩაატაროთ. მერაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობაზე ისევ ფიქრობთ?

- ვანოს დაკავებით არაორდინალურ სიტუაციში ავღმოჩნდით და ბუნებრივია, არორდინალური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი სამოქმედო გეგმა შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ განისაზღვრება და პარტიამ უნდა გადაწყვიტოს - ასეთ ვითარებაში თუ რამდენად მიზანშეწონილია პრაიმერის ჩატარება. უახლოეს მომავალში, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

შესაძლოა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი დაუძიმდეს. შესაბამისად, პატიმარის კანდიდატობა რამდენად მომგებიანი იქნება თქვენთვის?

- ეს უკვე წინასაარჩევნო ტაქტიკის თემაა - თუ რა საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. ვითარება არაჯანსაღია არა მარტო პარტიისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის. ესა თუ ის ადამიანი, თუ დასაჭერია, ამას ის მტკიცებულებები უნდა მოჰყვეს, რომელიც საზოგადოებაში არავითარ ეჭვებს არ წარმოშობს. თუ სამართლიანობის აღდგენა გვსურს, ეს ყველაფერი კანონიერად უნდა მოხდეს, რადგან უსამართლობით ახალ უსამართლობას წარმოქმნით.

პირადად თქვენთვის, სანდრო გირგვლიანის საქმე კითხვის ნიშანს წარმოშობს?

- კონკრეტული ფაქტები ვიცით და ადრეც ვამბობდი, რომ ამ საქმის ობიექტური გამოძიება ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე იყო და ყველა ფაქტი უნდა გამორკვეულიყო.

რატომ არ გამოიძიეთ, რამ შეგიშალათ ხელი?

- პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაული გახსნილია, მაგრამ თუ გახსნილია მას კონკრეტული ბრალიც უნდა მოჰყვებოდეს, რაც ვანოს წაყენებული არ აქვს. თუ ვანოს ბრალს წაუყენებენ, განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს ბრალი დადასტურდეს. ის განცხადება, რომ „საქმე გახსნილია“ და მას ბრალი წარედგინება, ეს იმისთვის იყო შექმნილი, რომ დაკავებაზე საზოგადოებრივი აზრი დამძიმებულიყო და იმ საქმის „გაპრავება“ მომხდარიყო, რომელიც ხალხის დასაქმებისთვის დაჭერებს უკავშირდებოდა.

ვანო მერაბიშვილის დაკავება, პარტიაში გარდატეხას ხომ არ შეიტანს და დაშლის საფრთხის წინაშე ხომ არ დადგებით?

- პირიქით, დაკავების ფაქტმა კიდევ უფრო მეტად გაგვაერთიანა. ნებისმიერი ასეთი დარტყმა გვაძლიერებს და უფრო ბრძოლისთვის ვართ განწყობილნი.

თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დაჭერების სერია გაგრძელდება...

- ასეთი განზრახვების წინასწარი მიხვედრა რთულია, თუმცა, თუ კურსი აქვთ აღებული, რომ პოლიტიკური ოპონენტები რადაც არ უნდა დაჯდეს, გაანადგურონ, ბუნებრივია, ეს ქვეყანასა და პოლიტიკურ პროცესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

პოლიტიკურ ოპონენტებს თქვენც აკავებდით და ეს პროცესი გაკვირვებთ?

- ვერ დაგეთანხმებით.