მიუხედავად უკიდურესად რთული ვითარებისა, რუსეთის 3 ტანკი, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი გავანადგურეთ - „აზოვი“

მიუხედავად უკიდურესად რთული ვითარებისა, რუსეთის 3 ტანკი, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი გავანადგურეთ - „აზოვი“

„აზოვის" პოლკმა „ტელეგრამის" გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რთული ვითარების მიუხედავად მათ მაინც შეძლეს რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურება.

„მიუხედავად უკიდურესად რთული ვითარებისა, უკანასკნელი დღის განმავლობაში „აზოვმა" შეძლო 3 ტანკის, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი განადგურება",- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის გათავისუფლების" შესახებ მოახსენა, თუმცა აღნიშნა, რომ „აზოვსტალის" ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლია.