ლეგენდარული იამაიკელი კომპოზიტორისა და მომღერლის ბობ მარლის სახელი ნებისმიერი მელომანისთვის კარგად არის ცნობილი.
რეგის მამამთავრის კომპოზიციები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ბობ მარლი 1981 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხსოვნა უკვდავია.
რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კინორეჟისორი კევინ მაკდონალდი იამაიკელი მუსიკოსის შესახებ დოკუმენტური სურათის გადაღებას აპირებდა.
ფილმის პირობითი სახელი „მარლი“ გახლდათ და მსოფლიოს კინოეკრანებზე გასული წლის მეორე ნახევარში უნდა გამოსულიყო.
სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზების გამო ფილმის დასრულება გადაიდო.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მისი მსოფლიო კინოპრემიერა მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.