უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა არ შეუძლიათ.
"დღეს ამ ოკუპირებული 120 კმ-ის ხაზის გამო ჩვენ არ შეგვიძლია მივაღწიოთ მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვას. ეს ასეა, ჩვენ დღეს ამის გაკეთება არ შეგვიძლია. მარიუპოლის რუსული ბლოკადა უფრო ჰგავს არა ომს, არამედ ტერორისტულ ოპერაციას რუსეთის მხრიდან, რადგან უკრაინელი დამცველების გარდა ქალაქში დარჩენილი არიან ბავშვები და მოხუცები. ქალაქში ყველაფერი განადგურდა, ყველა შენობის 95-98%. საუბარია სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე, საცხოვრებელ ზონებზე, ქარხნებზე და ა.შ.", - განაცხადა ზელენესკიმ.