ემბერ ჰერდმა ჩანაწერში აღიარა, რომ ჯონი დეპს ფიზიკურად უსწორდებოდა

ემბერ ჰერდმა ჩანაწერში აღიარა, რომ ჯონი დეპს ფიზიკურად უსწორდებოდა

სასამართლო დავა ემბერ ჰერდსა და ჯონი დეპს შორის გრძელდება. რამდენიმე საათის წინ სოციალურ მედიაში ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ემბერ ჰერდი აღიარებს, რომ ჯონი დეპს ფიზიკურად უსწორდებოდა.

ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი 2016 წელს დაქორწინდნენ, შემდეგ კი ჰერდმა ყოფილი ქმარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამ ბრალდების შემდეგ მედიაში დეპზე ნეგატიური მასალები გამოქვეყნდა. ამისი დეპმა გამოცემა The Sun-ს უჩივლა, რომელშიც ის მოიხსენიეს როგორც კაცი, რომელიც ცოლს ცემს. მსახიობმა სასამართლო პროცესი წააგო.

2021 წელს კი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეპის საჩივარი, რომელიც ცოლს სიცრუეში და საქველმოქმედო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა. სკანდალის გამო დეპმა დაკარგა როლები „ფანტასტიკურ ცხოველებსა“ და „კარიბის ზღვის მეკობრეებში“.