2022 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, Netflix-ის გამომწერთა რაოდენობამ იკლო. თუ 2021 წლის ბოლოს, სერვისი 221.84 მილიონ ადამიანს ჰქონდა გამოწერილი, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტამდე, ეს რაოდენობა 221.64 მილიონამდე დაეცა.
კომპანია გამომწერთა რაოდენობის კლებას გაზრდილ კონკურენციასა და რეგისტრირებული გამომწერების მიერ პაროლის სხვებისთვის გაზიარებას უკავშირებს.
BBC Netflix-ის გამომწერთა კლების ერთ-ერთ შესაძლო ფაქტორად ძირითად ბაზრებზე - აშშ-სა და და გაერთიანებულ სამეფოში მომსახურების ფასების ზრდას, ასევე, Netflix-ის რუსეთიდან გასვლას განიხილავს.
არაა გამორიცხული, კომპანიამ ანგარიშის რამდენიმე მომხმარებელზე გაზიარების ფუნქციაც შეზღუდოს, რათა ახალი მომხმარებლების რეგისტრაციას შეუწყოს ხელი.