საპრეზიდენტო დებატების დროს ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი რუსეთის ხელისუფლებაზე დამოკიდებულებაში დაადანაშაულა

საპრეზიდენტო დებატების დროს ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი რუსეთის ხელისუფლებაზე დამოკიდებულებაში დაადანაშაულა

საპრეზიდენტო დებატების დროს ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი რუსეთის ხელისუფლებაზე დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

„სინამდვილეში, თქვენს ბანკირზე საუბრობთ, როდესაც რუსეთზე საუბრობთ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა და 2015 წელს მარინ ლე პენის მიერ რუსულ ბანკში აღებული სესხი იგულისხმა.

„ეს არის პრობლემა, ქალბატონო მარინ. თქვენ დამოკიდებული ხართ რუსეთის ხელისუფლებასა და ბატონ პუტინზე“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„მან კარგად იცის, რომ ეს ტყუილია. მე პატრიოტი ვარ. მთელი ცხოვრება ფრანგებს ვიცავდი“, - უპასუხა მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონს.

10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.6%, ხოლო მარინ ლე პენმა - 23,41% მიიღო.საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.