თეთრი სახლი: აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარება გაუწიოს

თეთრი სახლი: აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარება გაუწიოს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარება გაუწიოს.

„უკრაინელებთან და უკრაინელ სამხედროებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ზუსტად განვსაზღვროთ უსაფრთხოების სფეროში რა სახის დახმარება სჭირდებათ ომის ამ ეტაპზე. ეს მოიცავს არტილერიისა და საბრძოლო მასალების მიწოდების გაზრდას“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

19 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში უფრო მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს.