Bloomberg: პუტინის გარემოცვის არაერთი წევრი უკრაინაში შეჭრას კატასტროფულ შეცდომად მიიჩნევს

Bloomberg: პუტინის გარემოცვის არაერთი წევრი უკრაინაში შეჭრას კატასტროფულ შეცდომად მიიჩნევს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის არაერთი წევრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას კატასტროფულ შეცდომად მიიჩნევს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ათობით წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მთავრობასა და სახელმწიფო საწარმოებში მომუშავე ადამიანები, რომლებიც პუტინის გარემოცვაში შედიან, თვლიან, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთს რამდენიმე წლით უკან დააბრუნებს.

Bloomberg-თან ანონიმურობის დაცვის პირობით მოსაუბრე წყაროების თქმით, იმის შანსი, რომ პუტინი დასახულ კურსს შეცვლის, არ არსებობს. მათი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი სულ უფრო მეტად ენდობა ომის მომხრე მრჩეველების სიტყვებს და არ უსმენს მათ, ვინც ცდილობს, ომის პოლიტიკური და ეკონომიკური საფასურის შესახებ უამბოს.

გამოცემის რამდენიმე წყარო შიშობს, რომ პუტინმა შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რათა თავიდან აიცილოს მარცხი კამპანიაში, რომელსაც თავის ისტორიულ მისიად მიიჩნევს.