ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ კლიფტონის მცხოვრებმა 3 დღე ნაგვის კონტეინერში გაატარა. ამის შესახებ Insider-ი წერს.
60 წლის კაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, კონტეინერში მაშინ ჩავარდა, როდესაც იქიდან სკამის ამოღებას ცდილობდა, რომელიც მას მოეწონა.
მან დამოუკიდებლად ამოსვლა ვეღარ მოახერხა და 3 დღე შიგნით გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კაცი ცდილობდა ვინმესთვის ხმა მიეწვდინა, თუმცა უშედეგოდ. მესამე დღეს მისი ხმა გამვლელმა გაიგონა, რომელმაც პოლიცია და მაშველები გამოიძახა.