მიჩიგანის შტატის ქალაქ ლივონიაში ბავშვმა საბავშვო ბაღში ტეკილა მიიტანა და თავის მეგობრებთან ერთად დალია. ამის შესახებ NBC 15 იუწყება.
ერთ-ერთი ბავშვის დედის თქმით, მას ბაღიდან დაურეკეს და მომხდარის შესახებ შეატყობინეს. როგორც გაირკვა, გოგომ ალკოჰოლური სასმელი თავის 4 მეგობართან ერთად დალია.
მოგვიანებით ბაღის დირექტორმა მშობლებს წერილი დაუგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ მომხდართან დაკავშირებით, დისციპლინარულ ზომებს მიიღებენ.