ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას მიაწვდის

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას მიაწვდის

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის. ამის შესახებ განცხადება Twitter-ის საშუალებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა.

„ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს თავდაცვის მინისტრმა და მე გამოვხატეთ მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან ახალი იერიშების დაწყების ფონზე. ნიდერლანდი უკრაინას მიაწვდის უფრო მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას მძიმე შეიარაღებით დამატებით მომარაგების შესახებ“, - წერს მარკ რუტე.