რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან სანქცირებულები ევროპასა და ამერიკაში, ამ მოქალაქეების მიმართ, ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ტიპის სანქციები დავაწესოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს და მეგობრობა დაუმტკიცოს.
„არის სანქციები, რაზეც ვფიქრობ, რომ შესაძლებელია შევუერთდეთ, მაგრამ არის სანქციების პაკეტი, რომელსაც მეც არ ვემხრობი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.