ამერიკელმა კაცმა სასამართლოს მიმართა, რადგან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, თანამშრომლებმა მისი დაბადების დღე აღნიშნეს - კომპანია კაცს $450 000-ს გადაუხდის

ამერიკელმა კაცმა სასამართლოს მიმართა, რადგან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, თანამშრომლებმა მისი დაბადების დღე აღნიშნეს - კომპანია კაცს $450 000-ს გადაუხდის

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ამერიკელმა კაცმა ყოფილ სამსახურს სასამართლო დავა მოუგო და $450,000-ს მიიღებს, - ამის შესახებ BBC წერს.

ირკვევა, რომ კაცმა უშუალო ხელმძღვანელს სთხოვა, მისი დაბადების დღე, სხვა თანამშრომლების დაბადების დღეების მსგავსად, წვეულებით არ აღენიშნათ, რადგან შფოთვითი აშლილობა აქვს და ეს მასში სტრესს გამოიწვევდა.

თანამშრომლებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს და კომპანიაში კაცის დაბადების დღე მაინც აღნიშნეს, რასაც მისი პანიკური შეტევა მოჰყვა. მან შენობა დატოვა და ლანჩი, რომლისთვისაც ემზადებოდა, საკუთარ ავტომობილში მიირთვა. მოგვიანებით, სამუშაო ადგილზე დაბრუნებულ კაცს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ და უთხრეს, რომ „პატარა გოგოსავით მოიქცა“ და სხვებს „სიხარული ჩააშხამა“. რამდენიმე დღეში, კაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სასამართლომ კომპანიას კაცისთვის, ემოციური სტრესის გამო, $300,000-ს გადახდა დააკისრა, $150,000 კი დაკარგული ხელფასის ასანაზღაურებლად.