სუპერმოდელი ადრიანა ლიმა და მისი პარტნიორი ანდრე ლემერსი ბიჭის მშობლები გახდებიან

სუპერმოდელი ადრიანა ლიმა და მისი პარტნიორი ანდრე ლემერსი ბიჭის მშობლები გახდებიან

ადრიანა ლიმა მალე ბიჭის დედა გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა PEOPLE ავრცელებს.

40 წლის სუპერმოდელმა ბავშვის სქესი თავის პარტნიორ ანდე ლემერსთან ერთად გაახმაურა. ლიმა და თავისი ოჯახი უზარმაზარი ბუშტების კედლის წინ იდგნენ, რომელზეც სიტყვები ბიჭი და გოგო ეწერა. მოდელმა ამის ამსახველი ვიდეო TikTok-სა და Instagram-ზე გამოაქვეყნა.

ლიმას ჭრელი, სტაფილოსფერსა და ლურჯში გაწყობილი კაბა ეცვა. ვიდეოში მასთან ერთად არიან მისი შვილებიც - 12 წლის ვალენტინა და 9 წლის სიენა, რომლებიც მოდელს თავის წინა ქმართან, სერბ კალათბურთელ მარკო იარიკთან ქორწინებიდან ჰყავს.

„ვიქტორია სეკრეტის“ ყოფილმა მოდელმა ფეხმძიმობის შესახებ საზოგადოებას თებერვალში, TikTok პლატფორმაზე დებიუტით ამცნო.