მაკრონი: დღეს იმის თქმა, რომ უკრაინაში წითელი ხაზი არსებობს, რუსეთთან ომში ჩაბმას ნიშნავს - რუსეთთან ომში ჩაბმა ნიშნავს ომში ჩაბმას ზესახელმწიფოსთან, რომელიც ბირთვული იარაღითაა აღჭურვილი

მაკრონი: დღეს იმის თქმა, რომ უკრაინაში წითელი ხაზი არსებობს, რუსეთთან ომში ჩაბმას ნიშნავს - რუსეთთან ომში ჩაბმა ნიშნავს ომში ჩაბმას ზესახელმწიფოსთან, რომელიც ბირთვული იარაღითაა აღჭურვილი

დღეს იმის თქმა, რომ უკრაინაში წითელი ხაზი არსებობს, რუსეთთან ომში ჩაბმას ნიშნავს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„როდესაც დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ სირიაში წითელი ხაზი არსებობდა ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და როდესაც ეს წითელი ხაზი ბაშარ ასადის რეჟიმმა გადაკვეთა რუსეთის თანამონაწილეობით, ამას მოჰყვა რეაქცია. ჩვენ ვიმოქმედეთ. ჩვენ გავანადგურეთ ქიმიური შესაძლებლობები, რომელსაც ბაშარ ასადის რეჟიმი იყენებდა რუსი დაქირავებული მებრძოლების თანამონაწილეობით. დღეს იმის თქმა, რომ უკრაინაში წითელი ხაზი არსებობს, იმის თქმას ნიშნავს, თუ როგორ იმოქმედებ და სად. ეს ნიშნავს, რომ უნდა იცოდე სამიზნე და შედეგები, რაც რუსეთთან ომში ჩაბმას მოჰყვება. რუსეთთან ომში ჩაბმა ნიშნავს ომში ჩაბმას ზესახელმწიფოსთან, რომელიც ბირთვული იარაღითაა აღჭურვილი. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ასე უბრალოდ არ ვიღებთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.