უკრაინის სამთავრობო დელეგაცია მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში გაემგზავრება

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში გაემგზავრება

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია მიმდინარე კვირში აშშ-ის დედაქალაქში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის თქმით, უკრაინული მხარე შეერთებული შტატებისგან სოლიდური ფინანსური დახმარების მიღებას შეეცდება, რაც უკრაინის ეკონომიკის გადასარჩენად არის აუცილებელი.

ვიზიტის ფარგლებში, შმიგალთან ერთად იქნებიან ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო და ეროვნული ბანკის თავმჯდომარე კირილ შევჩენკო.