ლუგანსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, ქუჩებში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს

ლუგანსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, ქუჩებში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს

რუსეთის არმიის ჯარისკაცები ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ და ქუჩებში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, საბრძოლო მოქმედებების გამო, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება.