პირველი მსახიობი რომლის ჰონორარმაც მილიონი დოლარი შეადგინა წარმოშობით შოტლანდიელი შონ კონერი აღმოჩნდა.
კონერის თავის დროზე მობეზრდა „აგენტი 007“-ის თამაში და მორიგ ფილმში გადაღებაზე სასტიკი უარი განაცხადა.
პროდიუსერები არ დაიბნენ და მსახიობს იმ დროისათვის არნახული ანაზღაურება, 1,25 მილიონი დოლარი შესთავაზეს.
სერ შონი შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდა და 1971 წელს მსოფლიოს კინოგაქირავებაში გამოვიდა „ბონდიანის“ მორიგი სერია, „ბრილიანტები სამუდამოდ“.
მსახიობი საკუთარი ისტორიული სამშობლოს მხურვალე პატრიოტი გამოდგა და მთელი ეს თანხა შოტლანდიის საერთაშორისო საგანმანათლებო ფონდში გადარიცხა.