როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი დაინიშნნენ.
ჯენიფერმა საზოგადოებას ნიშნობის დეტალები გაუზიარა და სოციალური მედიის საშუალებით გამომწერებს ბენის რომანტიკული ჟესტის შესახებ მოუყვა.
“შაბათს საღამოს, როდესაც ვიყავი ჩემს საყვარელ ადგილას ვიყავი, ანუ აბაზანას ვიღებდი, ის მუხლებზე დადგა და ხელი მთხოვა. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, თუმცა ყველაზე რომანტიკული რამ იყო… ეს იყო ჩვეულებრივი შაბათი საღამო, როდესაც ორი ადამიანი დაპირდა ერთმანეთს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთად იქნებიან”.
ვარსკვლავური წყვილი რამდენიმე საათის წინ ლოს ანჯელესის ქუჩებში შენიშნეს.
ჯენიფერი და ბენი ნიშნობის შემდეგ დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. როგორც წყვილთან დაახლოვებული წყარო აღნიშნავს, ისინი ხშირად ძვირადღირებულ რესტორნებში სიარულს, ლოს ანჯელესის ქუჩებში სეირნობას და შვილებთან ერთად დროის გატარებას ამჯობინებენ.