პარიზში ქალმა ნაგვის ურნასთან 100 000 ევროს ღირებულების მოპარული ვიოლინო იპოვა. ინსტრუმენტი 2021 წლის შემოდგომაზე ელისეს მინდვრების ორკესტრის მუსიკოსს, ენრიკო ტედეს მოპარეს, როდესაც ის მატარებლით გასტროლებზე მიემგზავრებოდა.
სავარაუდოდ, ქურდმა მყიდველი ვერ იპოვა, ვინაიდან ვიოლინო ვენეციელი ოსტატის, ჯულიო დეგანის მიერ არის დამზადებული და ადვილად ამოსაცნობია.
პოლიციამ ინსტრუმენტი ენრიკო ტედეს დაუბრუნა, ქალმა კი, რომელმაც ვიოლინო იპოვა, ფულად ჯილდოზე უარი თქვა და მხოლოდ პარიზში ელისეს მინდვრების ორკესტრის მომდევნო კონცერტის მოსაწვევებს დასჯერდა.