დიღმის მასივის პირველ კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის პირველ კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. 

ერთ-ერთი ასეთი პროექტია  დიღმის მასივის I კვარტლის  N10 კორპუსის  მიმდებარედ არსებული სივრცის აღდგენა.

პროექტის ფარგლებში, შეიცვალა დაზიანებული ფილები, მოეწყო განათების სისტემა. მოსასვენებელ სივრცეში განთავსდება საპარკე ინვენტარი, ასევე, განახლდება საბავშვო სივრცე და დამონტაჟდება ახალი ატრაქციონები.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი  ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სივრცის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სერვისი 55“ ახორციელებს. სამუშაოები 289 982 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.