ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების უკანონო (მალულად) შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, 145 503.62 ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები იქნა აღმოჩენილი.
ქვების ჯამურმა წონამ 31.97 გრამი შეადგინა, ხოლო ძვირფასი ქვების საერთო ზომის ერთეულმა 31 000 მილიგრამს გადააჭარბა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.