მომღერალი რიანა, რომელიც A$AP Rocky-სთან ერთად შვილს ელოდება ამერიკული Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანზე მოხვდა.
ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცია. 34 წლის მომღერალმა გამოცემასთან ინტერვიუში ორსულების მოდაზე ისაუბრა.
„როდესაც ჩემი ორსულობის შესახებ გავიგე, ვიფიქრე, რომ არასოდეს არ წავალ ორსულებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის მაღაზიაში. იმედია, რომ ამ ფოტოსესიით ჩამოვაყალიბეთ ახლებური ხედვა იმისა, რა ითვლება ნორმალურ ტანისამოსად ორსულისთვის. ჩემი სხეული ახლა იცვლება და არ ვაპირებ, ამის მრცხვენოდეს. რატომ უნდა დავმალო ჩემი ორსულობა?“ - აცხადებს მომღერალი.