19 წლის შემდეგ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ხელმეორედ დაინიშნნენ

19 წლის შემდეგ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ხელმეორედ დაინიშნნენ

ჯენიფერ ლოპესმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბენ აფლეკზე დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ წყვილი 19 წლის წინაც დანიშნული იყო, თუმცა მათი პირველი ქორწილი გაუქმდა.

ლოპესმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია, ბედნიერებისგან ცრემლებს ვერ იკავებს და ბენს ეუბნება, რომ ის "იდეალურია". წყვილმა რომანი ერთი წლის წინ აღადგინა, თუმცა დაქორწინების შესახებ საზოგადოებას ახლა განუცხადა.

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ურთიერთობა 2002 წლის ივლისში დაიწყეს და იმავე წლის ნოემბერში დაინიშნნენ. ქორწილი ცერემონიამდე რამდენი დღით ადრე გადაიდო, ცოტა ხნის შემდეგ კი ნიშნობა გაუქმა და წყვილმა განაცხადა, რომ დაშორდნენ. "მე და ბენი მაშინ დავშორდით, როცა მეგონა, სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით. ეს ჩემთვის პირველი ნამდვილი გულისტკივილი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გული მკერდიდან ამომგლიჯეს", — წერდა ლოპესი 2014 წელს.

ლოპესმა ბენ აფლეკთან დაბრუნება თავის 52-ე დაბადების დღეზე გაუმხილა საზოგადოებას. დაბადების დღის შემდეგ მომღერალმა ფოტო გააზიარა, რომელშიც ბენ აფლეკს კოცნის. "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ეს მშვენიერია", — განაცხადა ლოპესმა ბენ აფლეკთან შერიგების შესახებ.

ჯენიფერ ლოპესი 2004 წელს მარკ ენტონიზე დაქორწინდა, რომლისგანაც 2 შვილი ჰყავს. ჯენიფერ და ენტონი 10 წელი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა 2014 განქორწინდნენ. ბენ აფლეკი კი მსახიობ ჯენიფერ გარნერზე 13 წელი იყო დაქორწინებული, მაგრამ 2018 წელს დაშორდა. გარნერსა და ბენ აფლეკს სამი შვილი ჰყავთ.

ახლა ჯენიფერი და ბენ აფლეკი ისევ ერთად არიან, თუმცა მსახიობს ამ ყველაფრის შესახებ საუბარი არ სურს. "მთავარი გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებამ მასწავლა, ის არის, რომ სამყაროსთვის ყველაფრის გაზიარება არ ღირს. არსებობს პირადი და ინტიმური დეტალები, რომლებიც დანარჩენ სამყაროს არ უნდა გაუზიარო", — ამბობს ბენ აფლეკი.