ივდით კუხიანიძე: მე მყავდნენ ამერიკელი და კანადელი სტუდენტები, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ინგლისური ენის გრამატიკა, არ იცოდნენ , ვინ იყო ჰომეროსი, შექსპირი, ბაირონი, ტოლსტოი,  ჩეხოვი ... 

ივდით კუხიანიძე: მე მყავდნენ ამერიკელი და კანადელი სტუდენტები, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ინგლისური ენის გრამატიკა, არ იცოდნენ , ვინ იყო ჰომეროსი, შექსპირი, ბაირონი, ტოლსტოი,  ჩეხოვი ... 

ფეისბუქ-მომხმარებელი ივდით კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს:

"სულ მიკვირდა, რატომ ვერ ხვდებიან ადამიანები ქვეტექსტებს, ირიბ ნათქვამებს, ირონიას, გროტესკს, იუმორს და ახლა ვხვდები, რომ ქვეტექსტებსა და ირიბ ნათქვამებს კი არა, ღია ტექსტებს ვერ იგებს დიდი უმრავლესობა, დაქუცმაცებით ნათქვამსაც კი. 

რისი ბრალია ეს? პასუხი ერთია: განათლების სისტემის ახალ რელსებზე გადაყვანის , ანუ ნ გ რ ე ვ ი ს ! 

 მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ   ჯერ კიდევ 90- იან წლებში ჩვენი სკოლის მე- 7 კლასელ მოწაფეს უფრო კარგი განათლება ჰქონდა, ვიდრე, მაგალითად, აშშ-ს , ან კანადის " ჰაისქულის" კი არა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს! 

 სწორედ 95- 97 წლებში მე მყავდნენ ამერიკელი და კანადელი სტუდენტები, ასაკით  ჩემზე უფროსები და კოლეჯდამთავრებულები, რომლებსაც ქართულ ენას ვასწავლიდი და  რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ინგლისური ენის გრამატიკა, არ იცოდნენ , ვინ იყო ჰომეროსი, შექსპირი, ბაირონი, ტოლსტოი,  ჩეხოვი ... 

შეიძლება ითქვას, რომ მათ საერთოდ არ ჰქონდათ წარმოდგენა მსოფლიო ლიტერატურაზე! 

მაგრამ ამბიცია , რომ ისინი ქართველებზე უპირატესნი არიან ყველა ასპექტში,  იცოცხლე - ჰქონდათ!  

ამიტომ თავისთავად გამიჩნდა სურვილი, რომ  შემედგინა ისეთი სათარგმნელი ტექსტები, რომლებშიც  ისტორიულ- პატრიოტული თემატიკა  იქნებოდა , რათა უკეთ გაეცნოთ საქართველო, მისი მდიდარი კულტურა,  ისტორია და,  რა შევატყე? - გაღიზიანდნენ, იგრძნეს, რომ არ ვაღიარებდი მათ უპირატესობას ! 

რამ გამახსენა ეს ამბავი და იმან, რომ მალევე ჩემი ნასწავლები ქართულით ერთ - ერთმა მათგანმა ქართველი მოწაფეების მეცადინეობა დაიწყო და საათში 20 დოლარს იღებდა მაშინ, როცა მე 3 დოლარს მიხდიდა საათ- ნახევარში! 

ხომ თვალსაჩინო  მოდელია ქართულ- ამერიკული ურთიერთობის საჩვენებლად? 
ის დამავიწყდა მეთქვა, რომ იმავდროულად უზომოდ  მადლობელი უნდა ვყოფილიყავი იმ 3 დოლარის გამო! 

საბოლოო ჯამში კი იმის თქმა მინდა, რომ ამერიკელები და ახლა უკვე იქ მცხოვრები ქართველები, რომლებმაც მოქალაქეობა მიიღეს და გაამერიკელდნენ, იქაური პრიზმიდან აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ! 

უცხო ნიადაგზე გადარგულებს აშკარად უჩნდებათ უცხო მენტალობა , უცხოვდებიან თავიანთ სამშობლოსა და მოყვასთან, ცივდებიან, გული და სული უკნინდებათ , კარგავენ პატრიოტულ სულისკვეთებას ( არც ადრე ჰქონდათ, ალბათ!) , აღარ მოსწონთ ეროვნული ტრადიციები და ქედმაღლურად გადმოსცქერიან თავიანთ ყოფილ სამშობლოს ზესახელმწიფოს ოლიმპოდან...
მაგრამ ეს იცოდნენ, რომ ყოფილი სამშობლი არ არსებობს, რომ,  თუ გაყოფილდა, ეს მათ გააყოფილეს!

 სამშობლო ერთია დედასავით და ისეთივე გაფრთხილება უნდა, როგორც მშობელს! 

ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ სამწუხარო სწორედ ისაა, რომ ასეთმა ქართველებმა ესეც დაივიწყეს"...

Maverick 100%!
3 წლის უკან