ცხვრის მწვადი

ცხვრის მწვადი

ინგრედიენტები

1   კგ. ცხვრის ხორცი

3   თავი ხახვი

2   ს/კ ძმარი

1   კონა ოხრახუში

მარილი – გემოვნებით

მომზადებ

ერთი კილოგრამი საკმაო სიმსუქნის ცხვრის ხორცი დავჭრათ და ჩავაწყოთ ფენებად ღრმა ჭურჭელში, რომელშიც ძმარი უნდა ჩაისხას. ფენებს შორის მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ქინძი და ოხრახუში, დავახუროთ სახურავი და ასე დავტოვოთ 3-4 საათით.

შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ჩვეულებრივი სიფრთხილით. მარილი მხოლოდ შამფურზე აგების დრო მოვაყაროთ. ლანგარზე რომ დავაწყობთ, მაშინ მოვაყაროთ მრგვალად დაჭრილი უმი ხახვი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.