ჟოზეფ ბორელის თქმით, ომის დაწყებიდან ევროკავშირი უკრაინას მილიარდი ევროთი დაეხმარა, რუსეთს კი საწვავში 35 მილიარდი გადაუხადა

ჟოზეფ ბორელის თქმით, ომის დაწყებიდან ევროკავშირი უკრაინას მილიარდი ევროთი დაეხმარა, რუსეთს კი საწვავში 35 მილიარდი გადაუხადა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა მოსკოვს საწვავში 35 მილიარდი ევრო გადაუხადა, მაშინ როდესაც უკრაინას მხოლოდ 1 მილიარდი ევროს ოდენობით შეიარაღება მიაწოდა. ამის შესახებ BBC საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარზე ჯოზეფ ბორელზე დაყრდნობით წერს.

„უკრაინას თავის დაცვაში უნდა დავეხმაროთ. უკრაინას 1 მილიარდი ევრო მივეცით. შეიძლება ეს ბევრად მოგვეჩვენოს, მაგრამ ყოველდღიურად პუტინს ვუხდით ენერგიისთვის, რომლითაც გვამარაგებს“, - განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე უნდა იმსჯელოს.