ომის ყოველი დღე გლოვის დღეა, სამწუხაროა, რომ საკითხებით ასეთი მანიპულირება ხდება - შალვა პაპუაშვილი 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადების ინიციატივაზე

ომის ყოველი დღე გლოვის დღეა, სამწუხაროა, რომ საკითხებით ასეთი მანიპულირება ხდება - შალვა პაპუაშვილი 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადების ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ საკითხებით ასეთი მანიპულირება ხდება. ომის ყოველი დღე გლოვის დღეა - იქნება თუ არა ცალკე გამორჩეული დღე. ჩვენ პარლამენტში უკრაინაში გარდაცვლილების ხსოვნას პატივი არაერთხელ მივაგეთ. საკითხის ისე წარმოჩენის სურვილი აქვთ, თითქოს საქართველო მხრიდან ემპათია და თანადგომა ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები არსებობს იმისთვის, რომ საკუთარ ხელისუფლებას ებრძოლონ.

„ეს ძალიან სამწუხაროა. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური პარტიები თუ სხვადასხვა ჯგუფები იმ ფონზე, როდესაც უსაფრთხოების ასეთი რისკებია, საკუთარ ხელისუფლებას ებრძვიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით, 5 აპრილი საქართვლოში გლოვის დღედ გამოცხადდეს.