პაატა მანჯგალაძე მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმიანება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ქვეყნის ხელისუფლების გეგმების შესახებ.
„როცა ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრი იცვლება, ხალხმა უნდა იცოდეს მეტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ამოცანები ჰქონდა დასახული ქართულ ხელისუფლებას, რა ვერ შეასრულა ზალკალიანმა და რას გააკეთებს განსხვავებულად ახალი კანდიდატი. ასეთი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მე არ ვიყავი კმაყოფილი ზალკალიანის მუშაობით, მაგრამ არ მჯერა, რომ ცვლილებები მომდინარეობს ქვეყნის სუვერენული სუვერენიტეტიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი ილია დარჩიაშვილი გახდა.