უკრაინის რადას სპიკერი: თბილისისა და კიშინიოვის პოზიციამ სანქციებთან დაკავშირებით იმედი გამიცრუა

უკრაინის რადას სპიკერი: თბილისისა და კიშინიოვის პოზიციამ სანქციებთან დაკავშირებით იმედი გამიცრუა

თბილისისა და კიშინიოვის პოზიციამ სანქციებთან დაკავშირებით იმედი გამიცრუა, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა.

მისივე თქმით, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას რუსეთის მხრიდან ტერიტორიული ანექსიის პრობლემა აერთიანებთ.

„ადრე მეგონა, რომ მთავარი, რაც ყველაზე მეტად გვაერთიანებს საქართველოსთან და მოლდოვასთან, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები ტერიტორიულად „დაკბინეს“ რუსებმა. მაგრამ თბილისისა და კიშინიოვის დღევანდელმა ოფიციალურმა პოზიციამ სანქციების დაწესების ნეიტრალურობასთან დაკავშირებით იმედი გამიცრუა“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.

ლაზი ამათმა საყვედურებმა და ომში შეთრევის მცდელობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. მოლდოვას, დნესტრისპირეთის რესპუბლიკა რომ შეუქმნა რუსეთმა და საქართველოს 20% რომ დაიპყრო, მაშინ რამე თქვა ამათმა ქვეყნამ? ახლაც რუსეთის გაზით სარგებლობენ და სხვებსისგან მოითხოვენ, მიდით, თვალში თივის ჩხირი ჩხუტეთ, თქვენი ქვეყანაც ისე რომ დაანგრიოს, როგორც ჩვენი მოაქციაო. ღმერთო დაგვიფარე ამათი გავლენისაგან.
მშვიდობა უკრაინას და მთელ მსოფლიოს.
3 წლის უკან
Thomas დაეწიე რუსულ ხომალდს!
3 წლის უკან