ალექსეი არესტოვიჩი: ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ყოველთვის იარსებებს, მაგრამ რუსები ამაზე არ წავლენ

ალექსეი არესტოვიჩი: ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ყოველთვის იარსებებს, მაგრამ რუსები ამაზე არ წავლენ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ყოველთვის იარსებებს, მაგრამ რუსები ამაზე არ წავლენ.

მისი თქმით, ქიმიური იარაღი პრაქტიკულად არაეფექტურია სამხედროების წინააღმდეგ, თუმცა ეფექტურია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„ეფექტური იყო პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, როცა არავინ იცოდა რა იყო და როგორ მოქცეულიყო. შემდგომ უკვე მოგვარდნენ და მეორე მსოფლიო ომში აღარ გამოიყენეს. მაგრამ არა იმიტომ, რომ ყველა ჰუმანური იყო, არამედ იმიტომ, რომ არაეფექტური იყო", - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა დასძინა, რომ ქიმიური იარაღი დამოკიდებულია ბევრ პირობებზე, როგორიცაა ამინდი და ქარი. მან გაიხსენა, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რის შემდეგაც 1300 ადამიანი დაიღუპა.

"მაგრამ იყო კონკრეტული პირობები და შედეგები, რის შემდეგაც ბაიდენმა თქვა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა მიზეზი, რის შემდეგაც ნატო ჩაერეოდა. ისინი ვერ შეძლებენ სამხედროების შეშინებას, ეს იქნება არაეფექტური, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება ნიშნავს, რომ დაიწყება სრულიად განსხვავებული ომი, უშუალოდ ნატოს დახმარებით. არ მგონია, რომ მათ ეს დასჭირდეთ", - თქვა მან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ამბობს, რომ ქიმიური იარაღი რუსეთს ვერაფერს შემატებს, მაგრამ ამის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრთან გამკლავება შესაძლებელი იქნება.