რუსმა ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს ცნობილი ინფლუანსერი მარიანა ვიშემირსკაია, რომელმაც მარიუპოლის თავშესაფარში იმშობიარა. უცნობია იმყოფება თუ არა მასთან ერთად მისი რამდენიმე დღის შვილი. მისი ახლობლები მოითხოვდნენ, რომ გოგონა ახალშობილთან ერთად უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაეყვანათ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ინფორმაციას მოხალისეებზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედია წერს, რომ ოკუპანტები გატაცებულ მარიანა ვიშემირსკაიას პროპაგანდისა და საკუთარი დანაშაულის გასამართლებლად იყენებენ. კერძოდ ისინი ცდილობენ დაადასტურონ, რომ სამედიცინო დაწესებულებას "აზოვის" პოლკი თავის ბაზად იყენებდა.