უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში გამოცემა hromadske-სთვის მუშაობდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
არსებული ცნობებით, ლევინი ადგილობრივმა პოლიციამ პირველ აპრილს კიევის რეგიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიას მიდამოებში ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვა.
როგორც ცნობილია, ის თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. 40 წლის ლევინს ისეთი გამოცემებისა და სააგენტოებისთვის აქვს ნამუშევარი, როგორიც უკრაინული „უნიანი“, ასევე საერთაშორისო Associated Press და Reuters-ია.