60 წლის ჯიმ ქერი სამსახიობო კარიერას ასრულებს

60 წლის ჯიმ ქერი სამსახიობო კარიერას ასრულებს

კინოინდუსტრიაში 40 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, წარმოშობით ნახევრად კანადელი, ნახევრად ამერიკელი კინოვარსკვლავი ჯიმ ქერი, რომელიც საზოგადოებამ 1990-იან წლებში კომედიურ ფილმებში შესრულებული საკულტო როლებით გაიცნო, სამსახიობო საქმიანობას ასრულებს.

ვარსკვლავმა რამდენიმე საათის წინ ჟურნალისტ კიტ ჰუვერთან საუბრისას აღნიშნა, რომ ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე კარიერული საქმიანობისთვის თავის დანებება სურს.

“შეიძლება მომავალში ოდესმე გავაგრძელო ეს გზა, თუმცა, ამჯერად ვფიქრობ, რომ საკმარისი გავაკეთე. ძალიან მომწონს ჩემი ამჟამინდელი მშვიდი ცხოვრება, ამიტომ მინდა შევისვენო სამსახიობო საქმიანობისგან და სულიერადაც მშვიდად ვიყო… ვიცი, რომ ამას ხშირად ვერ გაიგებთ სელებრითებისგან, მაგრამ ვგრძნობ, რომ საკმარისი მაქვს, საკმარისი გავაკეთე და საკმარისი ვარ”.