8 ვარსკვლავი, რომელიც ქორწინებას დაელოდა, რომ სექსი ჰქონოდა

8 ვარსკვლავი, რომელიც ქორწინებას დაელოდა, რომ სექსი ჰქონოდა

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჰოლივუდში არც თუ ისე ცოტა ცნობილი ადამიანია, რომელსაც გარკვეულ საკითხებზე ერთი შეხედვით მოულოდნელი და ბევრისთვის უჩვეულო შეხედულება აქვთ.

მაგალითად, გავიხსენოთ ის ვარსკვლავები, რომელთაც ხშირად ბანაობა სულაც არ უყვართ...

როგორი ბოჰემური და თავაშვებულიც არ უნდა გვეგონოს ჰოლივუდში ცხოვრება, ამ სტატიიდან გაიგებთ, რომ თურმე ყოველთვის ასე არაა: წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარსკვლავს, რომლებიც ქორწინებას დაელოდნენ, რათა სექსი ჰქონოდათ.

1. ჯესიკა სიმპსონი

ნიკ ლაჩისთან ურთიერთობის დროს ჯესიკა ღიად აცხადებდა, რომ ქორწინებამდე სექსი არ ექნებოდა. ის აღნიშნავს, რომ ძალიან ნერვიულობდა პარტნიორთან ამ თემის განხილვამდე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნიკი ჯესიკას გადაწყვეტილებას პატივს სცემდა.

ისინი ერთმანეთს ქორწინებიდან 4 წელში დაშორდნენ.

2. ჯასტინ და ჰეილი ბიბერები

შესაძლოა, ჯასტინ ბიბერს მანამდე კი ჰქონდა სექსუალური გამოცდილება, მაგრამ 2019 წელს ჰეილისთან შერიგება იმ პირობით გადაწყვიტა, რომ ურთიერთობას სხვა, ახალი "წესები ექნებოდა" და ქორწინებამდე სექსი არ ექნებოდათ.

"ღმერთი სექსს არ გვიკრძალავს, ის უბრალოდ ცდილობს, გულისტკივილისა და წყენისგან დაგვიცვას. მგონია, რომ სექსს ზიანის მოყენება ნამდვილად შეუძლია, რადგან ხანდახან ადამიანები ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ თავს კარგად არ გრძნობენ ან თვითშეფასების პრობლემებს უჩივიან. ამ გზით [სექსზე უარით] ღმერთთან დაახლოებას ვცდილობდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს უკეთესი იყო ჩემი სულისთვის. და უფალმაც ჰეილით დამაჯილდოვა", — უთხრა ჯასტინმა Vogue-ს.

3. ადრიანა ლიმა

Victoria's Secret-ის მოდელის ადრიანა ლიმას კათოლიკურმა რწმენამ გავლენა მოახდინა მის გადაწყვეტილებაზე, უარი ეთქვა ქორწინებამდე სექსზე. მან განმარტა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს, მოუწევს პატივი სცეს მის გადაწყვეტილებას:

"თუ არ შეგიძლია, დაელოდო პარტნიორს, მაშინ შენ არ ხარ შესაფერისი ადამიანი. სექსი დასაშვებია მხოლოდ ქორწინების შემდეგ. თუ პატივს არ სცემ ჩემს გადაწყვეტილებას, თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ საკმარისად არ მოგწონვარ", — თქვა ადრიანამ.

4. მირანდა კერი და ევან შპიგელი

როცა მირანდა კერმა შეხვედრა Snapchat-ის დამფუძნებელ ევან შპიგელთან დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ევანი სექსზე უარს საკუთარი მრწამსის გამო ამბობდა. ინტერვიუში მირანდას ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ქორწილამდე ბავშვის ყოლას, მან კი განმარტა, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა.

"ჯერ არა. ჩემი პარტნიორი ძალიან ტრადიციულია. ვგულისხმობ, რომ უბრალოდ ვიცდით", — განუცხადა მირანდამ The Times-ს.

5. კევინ ჯონასი

კევინ ჯონასი და მისი უმცროსი ძმები მოზარდობის განმავლობაში ერთგვარ "სიწმინდის ბეჭდებს" ატარებდნენ, რადგან ისინი რელიგიურად იყვნენ აღზრდილები. კევინმა ბეჭედი მხოლოდ 2009 წელს მოიხსნა, როცა დანიელაზე დაინიშნა.

6. თინა ფეი

თინა ფეი 24 წლის ასაკში ჯეფ რიჩმონდზე დაქორწინდა და იქამდე სექსი არ ჰქონია. მსახიობი ხუმრობით ამბობდა, რომ მისი შეხედულებები ქრისტიანული ფასეულობებით იყო გაჯერებული და ეს არავის აინტერესებდა.

"მე სხვანაირად ცხოვრება არ შემეძლო. ჩემთვის ქრისტიანული ფასეულობები და თავშეკავებულობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო", — თქვა თინამ

7. კიარა და რასელ უილსონები

წყვილმა შეხვედრები 2015 წელს დაიწყო. კიარამ განმარტა, რომ სექსისგან თავის შეკავება დაეხმარა მათ, ურთიერთობა უფრო ძლიერი ყოფილიყო.

"დარწმუნებული ვარ, თუ მეგობრობაზე ფოკუსირდებით, მოგეცემათ შესაძლებლობა, შექმნათ ძლიერი საფუძველი ურთიერთობისთვის. და როგორც კი ნამდვილი და კარგი მეგობრები გახდებით, ურთიერთობაც სხვა, უფრო მყარ ეტაპზე დაიწყებს გადასვლას. მეგობრობა ნიშნავს ერთი და იმავე ღირებულებებსა და შეხედულებებს ცხოვრებაზე. იმის ცოდნა, რომ ყოველთვის შეგიძლია საყვარელ ადამიანს ენდო და დაუბრუნდე, ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა დათმო შენი სხეული იმისთვის, რომ უბრალოდ ვინმეს მოეწონო", — განაცხადა კიარამ.

8. მერაია ქერი და ნიკ ქენონი

როცა მერაია ქერი და ნიკ ქენონი ერთმანეთს შეხვდნენ, უმანკოები არ იყვნენ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან სექსი მხოლოდ ქორწინების შემდეგ ექნებოდათ.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ინტიმური ურთიერთობა არ გვქონია, ეს ყველაფერი ჩემს გრძნობებთანაა დაკავშირებული, თუმცა არ მსურს, ვინმეს საკუთარი აზრი თავს მოვახვიო. ორივე ერთნაირად ვფიქრობთ და გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი და განსაკუთრებულიც იქნებოდა, თუ ქორწინებას დაველოდებოდით", — აღნიშნა მერაიამ.

წყვილი ორი თვე ხვდებოდა ერთმანეთს, 2008 წელს იქორწინეს, 2016-ში კი დაშორდნენ.