ოსკარის დაჯილდოებაზე გამარჯვებულების გამოვლენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი წითელი ხალიჩა, ვარსკვლავების ჩაცმულობა და მაკიაჟია. სწორედ ამიტომ ცნობილი ადამიანები ცერემონიისთვის საგანგებოდ ემზადებიან და სამოსსა და მაკიაჟს პროფესიონალებს ანდობენ.
წელს ვარსკვლავების უმეტესობისგან განსხვავებით, ზენდეიამ გადაწყვიტა, ცერემონიისთვის მაკიაჟი თავისი ხელით გაეკეთებინა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა მსახიობმა, მოდელმა და მუსიკოსმა ამჯერად ვიზაჟისტის პროფესიაც წარმატებით მოირგო.
ზენდეიას წითელ ხალიჩაზე ვალენტინოს სამოსი ეცვა, წვეულებაზე კი Sportmax-ის შარვალ-კოსტიუმი. მსახიობმა ორივე ჩაცმულობას მაკიაჟი თავად შეუხამა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ზენდეიამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მაკიაჟი თავად გაიკეთა. როგორც ჩანს, საკუთარი ოსტატობით თავადაც კმაყოფილია, რადგან ერთ-ერთ პოსტში იხუმრა კიდეც, რომ მაკიაჟის გაკეთების შესახებ ვიდეოების ჩაწერა უნდა დაიწყოს.
მიუხედავად იმისა, თუ ვის ანდობს ზენდეია საკუთარ მაკიაჟსა და ჩაცმულობას, ახალგაზრდა მსახიობი საზოგადოების ყურადღების მიქცევას ყოველთვის ახერხებს.