ნიკოლოზ ღლონტი: კვირა არ გავა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები პოლონეთში არ ჩამოვიდნენ. ყველას იმას სთხოვენ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იქნებ დაბლოკოთ, სანამ ხელისუფლებას არ შევცვლითო

ნიკოლოზ ღლონტი: კვირა არ გავა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები პოლონეთში არ ჩამოვიდნენ. ყველას იმას სთხოვენ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იქნებ დაბლოკოთ, სანამ ხელისუფლებას არ შევცვლითო

,,ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მიყვებოდა გასულ შაბათს. კვირა არ გავა თქვენი ქვეყნიდან სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები არ ჩამოვიდნენო. ხვდებიან "სეიმის" დეპუტატებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველას იმას სთხოვენ ,საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და საერთაშორისო დახმარებები იქნებ დაბლოკოთ, სანამ ხელისუფლებას არ შევცვლითო,’’ - წერს სოციალურ ქსელში პოლონეთში მცხოვრები ქართველი ნიკოლოზ ღლონტი.
როგორც ღლონტი წერს, მისი მეგობარი საქართველოს დიდი მოყვარული და გაოცებას და გაბრაზებას ვერ მალავდა.

,,15 წელზე მეტია რაც პოლონეთში ვცხოვრობ. ჯერ ერთი უნივერსიტეტი, მერე მაგისტრატურა, მერე სამსახური და ისე მოხდა, რომ ამდენია ხანია აქ ვცხოვრობ. 
ბევრი ჩემი ჯგუფელი, კურსელი და მეგობარი პოლონეთში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. 

ერთ-ერთი მიყვებოდა გასულ შაბათს. კვირა არ გავა, თქვენი ქვეყნიდან სააკაშვილის პარტიის (ნაციონალები რომ ქვიათ დაავიწყდა) წარმომადგენლები არ ჩამოვიდნენო. ხვდებიან "სეიმის" დეპუტატებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველას იმას სთხოვენ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და საერთაშორისო დახმარებები იქნებ დაბლოკოთ, სანამ ხელისუფლებას არ შევცვლითო.

კეთილი კაცია ეს ჩემი მეგობარი, საქართველოს დიდი მოყვარული და გაოცებას და გაბრაზებას ვერ მალავდა, ისეთ სიტყვებს იძახდა ჯერ მისგან რომ არ გამიგია,’’ - წერს facebook - ზე ნიკოლოზ ღლონტი.