1-29 აპრილს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-29 აპრილს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-29 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

1    ლანჩხუთი    01.04.2022    ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით    10:00-17:00
2    ადიგენი    04.04.2022    თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
3    ლენტეხი    04.04.2022    თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
4    ასპინძა    05.04.2022    მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
5    ხონი    05.04.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
6    ნინოწმინდა    06.04.2022    პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
7    ვანი    06.04.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
8    ბაღდათი    07.04.2022    წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ     10:00-17:00
9    გურჯაანი    11.04.2022    ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან    10:00-17:00
10    აბაშა    11.04.2022    ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ    10:00-17:00
11    ახმეტა    12.04.2022    ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან    10:00-17:00
12    მარტვილი    12.04.2022    თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ    10:00-17:00
13    ყვარელი    13.04.2022    კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან    10:00-17:00
14    დუშეთი    14.04.2022    რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი    10:00-17:00
15    ამბროლაური    15.04.2022    კოსტავას ქ. 20    10:00-17:00
16    ყაზბეგი    15.04.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
17    კასპი    18.04.2022    სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან     10:00-17:00
18    საჩხერე    18.04.2022    თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
19    ქარელი    19.04.2022    თამარ მეფის ქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
20    ცაგერი    19.04.2022    რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
21    მარტყოფი    20.04.2022    მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
22    ტყიბული    20.04.2022    კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
23    ონი    21.04.2022    აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ    10:00-17:00
24    დმანისი    27.04.2022    წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ    10:00-17:00
25    თეთრიწყარო    28.04.2022    თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00
26    ამბროლაური    28.04.2022    კოსტავას ქ. 20    10:00-17:00
27    ყაზბეგი    29.04.2022    გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00