დიდი ბრიტანეთის დედოფალი 5 თვის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი 5 თვის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 5 თვის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 97 წლის დედოფალი თავისი მეუღლის, პრინც ფილიპის მოსახსენიებელ წირვას დაესწრო, რომელიც ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.

დედოფალი წირვაზე თავისი ვაჟის, პრინც ენდრიუს თანხლებით მივიდა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამეფო ოჯახის სხვა წევრებმაც მიიღეს. წირვის ჩატარება იმიტომ გადაწყდა, რომ კოვიდრეგულაციების გამო ედინბურგის ჰერცოგის დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრო.

პრინცი ფილიპი 2021 წლის აპრილში გარდაიცვალა.

პანდემიის გამო დედოფალი საჯარო ღონისძიებებისგან თავს იკავებდა, 20 თებერვალს კი მას კორონავირუსი დაუდგინდა. წელს ბრიტანეთში დედოფლის ტახტზე ასვლის 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ძირითადი საზეიმო ღონისძიებები ივნისში უნდა ჩატარდეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რამდენად აქტიურად იქნება ჩართული პროცესში ელისაბედი.