დიდ ბრიტანეთში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე უკრაინისთვის $16 მილიონი შეგროვდა

დიდ ბრიტანეთში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე უკრაინისთვის $16 მილიონი შეგროვდა

დიდ ბრიტანეთში უკრაინის დასახმარებლად სატელევიზიო კონცერტი გაიმართა. როგორც BBC წერს, მასში ედ შირანი, კამილა კაბელო, ნილ როჯერსი, ემილი სანდე და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

თანხას საქველმოქმედი ორგანიზაცია Disasters Emergency Committee აგროვებდა. კონცენტზე სულ 16 მილიონი დოლარის მობილიზება მოხერხდა.