ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ამერიკულმა კომპანია FOX-მა დიდ ეკრანებზე ტელესერიალის “24“ გადატანის შესახებ ოფიციალურად განაცხადა უარი.
კომპანია FOX-მა დიდ ეკრანებზე ტელესერიალის "24" გადატანის შესახებ ოფიციალურად განაცხადა უარი. ბილ რეის ("დიდი თამაში", "ჰარტის ომი") სცენარმა არ დაააკმაყოფილა FOX-ის წარმომადგენლები. ჯერ კიდევ გასულ წელს კიფერ საზერლენდმა განაცხადა, რომ პროექტი საკმაოდ მდორედ მუშავდება.
ამავდროულად. “24“-ის პროდიუსერი ჰოვარდ გორდინი აცხადებს, რომ ფილმის რეჟისორი – ტონი სკოტი მაინც არ კარგავს იმის იმედს, რომ საბოლოო ჯამში, ტელესერიალს დიდ ეკრანზე გადიტანს.
როგორც იცით, სერიალი – “24“ ანტირორორისტილი სამსახურის თანამშრომლის დევიდ ბრაინუს ცხოვრებას ასახავს. ამასთან, უკვე 8 სეზონია აღნიშნული სერიალი არა მარტო ამერიკელი ტელემაყურებლებისთვის, ევროპელთათვისაც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ყურებად პროექტად იქცა.
2006 წელს კი, სერიალმა – “24“-მა საუკეთესო ტელესერიალის ტიტული მოიპოვა და “ემის“ პრიზით დაჯილდოვდა.
მთავარი როლის შემსრულებელი, კიფერ საზერლენდი კი იმ პერიოდისთვის ერთ ეპიზოდში გადაღებისთვის ჰონორარად საკმაოდ დიდ ტანხას – 420 ათას აშშ დოლარს იღებდა.