შონ პენი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლვოვში ჩავიდა

შონ პენი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლვოვში ჩავიდა

ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი უკრაინაში ჩავიდა, რათა დევნილებისთის განკუთვნილ საკუთარი საქველმოქმედო პროგრამების ორგანიზებას პირადად დაეხმაროს. ამის შესახებ BBC წერს.

მსახიობმა ლვოვში გადაღებული ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა. ომის დაწყების დროს შონ პენი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ის დოკუმენტურ ფილმს იღებდა.

ამის შემდეგ მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ უკრაინელი ლტოლვილების პოლონეთში განათავსებისა და განათლების უზრუნველყოფა დაიწყო.