აკაკი მინაშვილი: უკრაინის მთავრობას სურს, მიხეილ სააკაშვილი დაეხმაროს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას პუტინის რეჟიმი დაკვეთას აძლევს, რომ არ იყოს გაყვანილი

აკაკი მინაშვილი: უკრაინის მთავრობას სურს, მიხეილ სააკაშვილი დაეხმაროს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას პუტინის რეჟიმი დაკვეთას აძლევს, რომ არ იყოს გაყვანილი

ერთადერთი, ვისაც არ სურს და ეშინია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნის, პუტინის რეჟიმია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

აკაკი მინაშვილის განცხადებით, პუტინის რეჟიმი აძლევს დაკვეთას საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს გაყვანილი უკრაინაში.

„დამალული არაფერი არ არის. უკრაინას აქვს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი უკრაინაში. პოლონეთს აქვს სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიყვანოს და შემდეგ ის ჩავიდეს უკრაინაში. ეს დამალული არ არის, მაღალი თანამდებობის პირები ჩამოდიან და ამაზე მიმდინარეობს საუბარი. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამის წინააღმდეგია და გასაგებია რატომ არის წინააღმდეგი. ყველა ადამიანი, ვისაც ლოგიკური აზროვნების უნარი გააჩნია და არ არს მიკერძოებული, ძალიან მარტივად მიხვდება, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც არ უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, სააკაშვილის, რომელიც იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის რუსეთი და მისი დაკვეთით საქართველოს ხელისუფლება. პარტნიორები, მეგობრები გთხოვენ, რომ ის გაათავისუფლო, რათა ის ჩაერთოს ბრძოლაში, ყველაფერი გასაგებია ხომ?

უკრაინის ხელისუფლებას, უკრაინის სამთავრობო გუნდს, უკრაინის ლიდერებს, სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ დაეხმაროს და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამხელა იქნება დახმარება თუნდაც დიპლომატიურ ფრონტზე, საერთაშორისო პოლიტიკურ ფრონტზე, ეს ხომ ყველას ძალიან კარგად ესმის. ერთადერთი, ვისაც არ სურს და ეშინია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნის ეს არის პუტინის რეჟიმი. პუტინის რეჟიმი აძლევს დაკვეთას საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს გაყვანილი უკრაინაში“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.