ლოს-ანჯელესში ამერიკული კინოაკადემიის პრემიის „ოსკარის“ დაჯილდოების 94-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ CNN წერს.
ტელეარხის ცნობით, წლის საუკეთესო ფილმად „CODA“ დასახელდა. საუკეთესო რეჟისორი ჯეინ კემპიონი გახდა, ფილმისთვის „ძაღლის ძალაუფლება“. „ოსკარი“ კაცს საუკეთესო როლისთვის უილ სმიტს ერგო („მეფე რიჩარდი“), საუკეთესო ქალ მსახიობად კი ჯესიკა ჩესტეინი აღიარეს („ტემი ფეიმს თვალები“).
საუკეთესო ანიმაციური ფილმი „ენკანტო“ გახდა, „ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის კი კენეტ ბრანამ მიიღო ფილმისთვის „ბელფასტი“. კატეგორიაში „საუკეთესო სიმღერა“ ბილი აილიშმა გაიმარჯვა კომპოზიციისთვის No Time To Die.
დენი ვილნევის „დიუნმა“ 6 ჯილდო მიიღო, თუმცა ყველა ტექნიკურ ნომინაციებში.