„რუსული ჯარები კიევს, ხარკოვსა და ოდესას ვერ დაიკავებენ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში მიხვდნენ, რომ დიდი ქალაქების აღებას ვერ შეძლებდნენ.
„ერთ-ორ კვირაში რუსეთი გაიყვანს თავის ჯარებს კიევისა და ხარკოვის ოლქებიდან და მათ დონბასში გადაიყვანს. ისინი მიხვდნენ, რომ დიდი ქალაქების აღებას ვერ შეძლებენ. გამოაცხადეს „სპეცოპერაციის“ პირველი ეტაპის დასრულება და მეორის - დონბასის „გათავისუფლების“ დაწყება. რუსულ ძალებს სამი ამოცანა აქვთ: ალყაში მოაქციონ ჩვენი ჯარები გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში; მთლიანად დაიკავონ მარიუპოლი და დაიკავონ სამხრეთი. თუ ისინი ხერსონს დაკარგავენ, მაშინ მათი მარიუპოლის ოკუპაცია ჩაიშლება. კიევის, ხარკოვისა და ოდესას აღება არ იქნება“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი.