ყველამ დავინახეთ, რომ რამდნიმე დღეში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „წარმატებულად“ ჩამოეშალათ მართა და კონტროლი, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ვერცერთი დასმული ამოცანა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეასრულა.
„დიდი ხანია პუტინი გამრუდებულ სარკეში იყურება, სადაც მისთვის სასურველ სურათს აჩვენებდნენ. ახლა, როდესაც მისი წამყვანი ნაწილები ბრძოლის უუნაროები არიან, უზარმაზარი დანაკარგი აქვს მიღებული, უკვე გაუთანაბრდა და ზოგიერთი კომპონენტით ავღანეთში 10-წლიან დანაკარგებს გადაასწრო, ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც დაკარგული აქვს ოპერატიულ სივრცეზე ნებისმიერი შეტევითი და დიდი ოპერაციის განხორციელების უნარი, გადასულია გადამწვარი მიწის ტაქტიკაზე“, - აღნიშნა გიორგი ანთაძემ.