დმიტრო კულება: დღეს ჩვენ მივიღეთ ახალი დაპირება აშშ-სგან, რომ თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

დმიტრო კულება: დღეს ჩვენ მივიღეთ ახალი დაპირება აშშ-სგან, რომ თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

არც ერთი ქვეყანა არ უწევს უკრაინას ისეთ დახმარებას, როგორსაც აშშ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინელების გამძლეობა და ამერიკული იარაღი ბრძოლაში წარმატების საწინდარია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ახალი დაპირება აშშ-სგან, რომ თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მადლობელი ვართ ამერიკული მხარის სამხედრო დახმარებისთვის და სანქციებისთვის, რომლებსაც რუსეთს უწესებს. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა უნდა დავარწმუნოთ, რომ იგივე გააკეთონ“, - განაცხადა კულებამ.