მიხეილ სარჯველაძე: ევროპული მოდელით აზროვნება და ოპერირება გულისხმობს იმას, რომ ყველა რეფორმა უნდა განხორციელდეს ოპოზიციის აქტიური ჩართულობით

მიხეილ სარჯველაძე: ევროპული მოდელით აზროვნება და ოპერირება გულისხმობს იმას, რომ ყველა რეფორმა უნდა განხორციელდეს ოპოზიციის აქტიური ჩართულობით

რომელი ინიციატივა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება ვთქვათ, რომ ის არ იყო მხოლოდ პოლიტიკური დესტრუქციაზე ორიენტირებული - ასეთი მე არ მახსენდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა, რომ მოაჩვენონ მოსახლეობას, რომ საქართველო არ არის სოლიდარული უკრაინასთან მიმართებაში და ა.შ. ისინი ცდილობენ ილუზიები შექმნან. მონდომება და სურვილიც არ აქვთ, მიუხედავად მათი განცხადებებისა, რომ როგორი მოწადინებულები არიან და ამაში ხელისუფლება ხელს როგორ უშლით, ეს ტყუილია. ერთი კითხვა ხომ მაინც შეიძლებოდა დაესვათ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ყველა განსახორციელებელი რეფორმის მნიშვნელობა ხელისუფლებას კარგად ესმის.

„ევროპული მოდელით აზროვნება და ოპერირება გულისხმობს იმას, რომ ყველა რეფორმა უნდა განხორციელდეს ოპოზიციის აქტიური ჩართულობით, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს სათანადოდ პასუხისმგებლობიანი საიმისოდ, რომ ჩართული იყოს კონკრეტული საკითხების მომზადებაში “, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე 22 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, არ განვიხილოთ „ომის პარტიის“, მისი დანაყოფების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული არც ერთი ინიციატივა.