რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ლვოვი დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ ქალაქის მერმა განაცხადა.
ანდრეი სადოვის თქმით, ისინი ინფორმაციის დადასტურებას სამხედრო ადმინისტრაციისგან ელოდებიან და ადგილობრივებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა.
ამასთან, ლვოვის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, სამი ძლიერი აფეთქება ლვოვის მახლობლად კრივჩიცის მიმართულებით მოხდა.